Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE

ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებმა მხარეებს კითხვები დაუსვეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და მისი ადგილი კონსტიტუციურ წყობილებაში იყო.

სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, გიორგი კახიანს, სთხოვა დაეზუსტებინა, მიიჩნევს თუ არა მმართველი პარტია ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად.

კახიანმა განმარტა, რომ 78-ე მუხლი საგარეო პოლიტიკური მიმართულების საკითხია და ის კონსტიტუციის სხვა დებულებებთან ერთობლიობაში უნდა განიხილებოდეს.

„მე ვთვლი, რომ 78-ე მუხლი საგარეო მიმართულების არის და არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სხდომაზე მხარეებს შორის კვლავ დავის საგანი გახდა მტკიცებულებების გამოკვლევის საკითხიც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ამ პროცესისთვის კანონით გათვალისწინებული სრულფასოვანი ეტაპი არ უზრუნველყო, რაც მათ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობას უზღუდავს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა, პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის სხდომაზე დემონსტრირების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას განხილვის პროცესში, მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შეაფასებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი მიდგომით მტკიცებულებების შინაარსობრივი განხილვის შესაძლებლობა იზღუდება. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას შეფასებით, სასამართლომ საკუთარი რეგლამენტით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ფაქტობრივად გამოტოვა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი საპირისპირო პოზიციაზე არიან. არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე მხარე სამართლებრივი განხილვის ტელედებატებად და შოუდ გადაქცევას ცდილობს. მისი შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები არ აქვთ და პროცესში დემაგოგიის გზით ცდილობენ ფონს გასვლას.

დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი გახდა ნიკა გვარამიას კიდევ ერთი შუამდგომლობაც. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ითხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მისი აღსრულებისთვის მინიმუმ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა.

გვარამიას განმარტებით, ეს მოპასუხე მხარეს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისა და სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობას მისცემდა. შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზე მსჯელობა უშუალოდ საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა მოხდეს და ამ ეტაპზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნებოდა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა შუამდგომლობის დაყენება გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სასამართლოსგან წინასწარ იმის მოთხოვნა, რომ შესაძლო აკრძალვის გადაწყვეტილებას აღსრულების გადავადება დაუკავშიროს, გაუმართლებელია.

სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროცესის მიმართ უნდობლობაზეც ისაუბრეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ მიაჩნია, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სასამართლო მხოლოდ ფორმალურ პროცედურას გადის. ამ შეფასებას არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026
auditi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026
shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი auditi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი auditi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი

ნოემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.