ჟურნალისტი ელისო კილაძე თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ეხებოდა.
„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

