Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი იანვარი 23, 2024
dakaveba_ajaratimes.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები – 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.

„დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: კაცი 13 წლის გოგოს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტი
Next: ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 19, 2026
„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2026
ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

აგვისტო 19, 2026
„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026
მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 19, 2026
„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2026
ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

აგვისტო 19, 2026
„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.