Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

აჭარა თაიმსი მარტი 19, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში ბრალდებულები, დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

„ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სარფში ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Next: ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აგვისტო 17, 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აგვისტო 17, 2026
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი

აგვისტო 17, 2026
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აგვისტო 17, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აგვისტო 17, 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აგვისტო 17, 2026
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი

აგვისტო 17, 2026
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აგვისტო 17, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.