Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მატარებლის ბათუმში ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი მუშაობას ასრულებს – რას ამბობენ “ავტოტრანსპორტში”

სულხან მესხიძე მარტი 19, 2024
avtobusi_ajaratimes.ge

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას ღამის მატარებლის ჩამოსვლამდე, ნახევარი საათით ადრე ასრულებენ, შესაბამისად ტურისტულ ქალაქში გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსი რჩება.

ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ გაჩერებასთან უშედეგო ლოდინი უწევთ.

გარეჩერება, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზეა არარსებობს მოსაცდელი და განრიგის მაჩვენებელი ტაბლო. მგზავრები რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ ინფორმაციის მიღებას ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა ყურმილს არავინ იღებს.

მგზავრებს ლოდინი, მათ შორის წვიმიან ამინდში, რაც ბათუმისთვის დამახასიათებელია ღია ცის ქვეშ უწევთ. ამ გარემოებას ემატება ზღვის სანაპიროზე არსებული ქარიც.

ღამით მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო, ბათუმში ჩამოსვლა სულ მცირე, 15 ₾არი ღირს.

მაშინ, როცა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მილიონებს რეგიონის რეკლამირებაში ხარჯავს, ამის პარალელურად ბათუმის მერია ვიზიტორებს ელემენტარულ გადაადგილების საშუალებას ვერ სთავაზობს.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მოთხოვნა ღამით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით ავტოტრანსპოტის სააგენტოს არ გააჩნია. არც ტურიზმის დეპარტამენტთან გაჟღერებულა მსგავსი მოთხოვნა ტურისტების მხრიდან. შესაბამისად, მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, როგორც ავტოტრასპორტიდან გვაცნობეს მზად არიან მსგავსი საკითხი განიხილონ და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებაც მიიღონ,”- განუცხადეს “AJARATIMES.GE-ის ტურიზმის დეპარტამენტში.

რატომ არ მუშაობს ღამის მატარებლის ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი? კითხვით შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ადმინისტრაციას მივმართეთ. ორგანიზაციაში ამის მიზეზად მიმართვის არარსებობა დაასახელეს.

“მგზავრებს არ მოუმართავთ ამ პრობლემის შესახებ. აუცილებლად ვიფიქრებთ ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში იქნება ავტობუსი,” – განუცხადეს AJARATIMES.GE-ის ბათუმის ავტოტრანსპორტში.

აქვე დაგაინტერესებთ: გახშირებული ავარიები და მუნიციპალური ავტობუსის კანონდამრღვევი მძღოლები

წარწერები მუნიციპალური ავტობუსის კედლებსა და სკამებზე

 

 

Post navigation

Previous: ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”
Next: „ჩვენი კეთილდღეობისთვის ჰესების აქტიური მშენებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – ნოდარ სირბილაძე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.