Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დაეკისრა

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2024
evrosasamartlo_AJARATIMES.GE

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

მოსარჩელე აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და შემთხვევით აღმოჩენილი 1 მოქალაქეა.

“საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდეგ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, გამოძიების არაეფექტიანობა, რაც მათ შორის, ვლინდებოდა გაჭიანურებულ გამოძიებაში, სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ. ამ ყველაფერთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, გაიზიარა საიას არგუმენტები და დაადგინა მე-3 მუხლის, ანუ წამების აკრძალვა. ამასთან ერთად, სახელმწიფოს დააკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით“, – აცხადებს საიაში. 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. მიუთითა ისიც, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში.

“სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

Post navigation

Previous: სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე 80 შეტყობინება დაფიქსირდა
Next: ტელეკომპანია “თრიალეთის” მფლობელმა “ოცნებას” 50 426 ლარი შესწირა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.