Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი მაისი 23, 2024
evrosasamartlo_AJARATIMES.GE

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში.

როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე საქმე სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორივე საქმის განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს, ახალჩამოყალიბებულმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მათ პრიორიტეტი იქნებოდა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, როლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას. კერძოდ, ეს უკავშირდება წუხილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს ან ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული მეორე საქმის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში

ასევე, სტრასბურგის სასამართლომ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ არ დაადგინა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლის დარღვევაც, რომელიც ეხება კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას.

„ბატონ სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენება, მართლმსაჯულების კურსის დამახინჯების მიზნით, მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“, – წერია პრესრელიზში.

სასამართლომ ასევე განსახილველად დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ, რომელიც ეხება. (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების შეზღუდვას). სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში.

სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა – სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და დასაბუთებული, საქმის მასალებში არსებობდა მის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი პროცესი, რომლის დროსაც მისმა ადვოკატმა შეძლო ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზს თან ახლავს ძირითადი ფაქტები, სადაც აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, მიხეილ სააკაშვილი, დაბადებული 1967 წელს, იყო საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე. მან 2013 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და გახდა უკრაინის ნატურალიზებული მოქალაქე. ის საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა და დააკავეს, რადგან ამასობაში, დაუსწრებლად იქნა გასამართლებული მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის ორ დამოუკიდებელ საქმეზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. იმის გამო, რომ იმ დროს ის უკრაინაში ცხოვრობდა, მან გადაწყვიტა არ გამოცხადებულიყო და ადვოკატს დაავალა მისი ინტერესების დაცვა საქართველოს სასამართლოებში. ამჟამად, სააკაშვილი პატიმრობაშია.

Post navigation

Previous: გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს
Next: რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.