Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

“აჭარა თაიმსის” წყაროს ცნობით რესან კონცელიძე გაქურდეს

სულხან მესხიძე მაისი 28, 2024
resan kontselidze_AJARATIMES.GE

AJARATIMES.GE-ის სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, მათ შორის ერთი ძალოვანი უწყებიდან უყვება, რომ დეპუტატ რესან კონცელიძე გაქურდეს. შემთხვევა ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13 ნომერში მოხდა.

კორპუსის სარდაფში ფართობებს ინდივიდუალურად ყველა მცხოვრები ფლობს, მიწისქვეშა სათავსოს კი ერთი ჩასასვლელი აქვს, კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. ჩვენი ინფორმაციით, ექვსამდე სათავსოა გაქურდული, მათ შორისაა რესან კონცელიძის, რომელსაც ალკოჰოლური სასმელი მოპარეს.

ქურდობის ფაქტს გვიდასტურებენ მეზობლები, რომლებთანაც ადგილზე გასაუბრება ვცადეთ. ისინი დეტალებზე საუბარს ერიდებიან, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ერთი მეზობელი უკვე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას აცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დაკითხულია ერთი პირი, ამ ეტაპზე კი, ბრალდებული დაკავებული არაა. ძალოვან უწყებაში განაცხადეს, რომ დანაშაულის შესახებ დეპუტატის ოჯახისგან ზარი არ შესულა.

არის თუ არა დაზარალებულთა შორის რესან კონცელიძის ოჯახი – შსს-ში კითხვაზე არ გვიპასუხეს.

მმართველი გუნდის წევრის, რესან კონცელიძის მტკიცებით, მისი სათავსო არ გაუტეხავთ და თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. პარლამენტის დეპუტატმა „აჭარა თაიმსს“ იმ პირთა დასახელება მოსთხოვა, ვინც ინფორმაცია მოგვაწოდა, რაზეც ცხადია უარი მიიღო. “ქართული ოცნების” წევრი ცდილობდა ჩვენს დარწმუნება, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ გამოგვექვეყნებინა.

„მე არ მაქვს მაქ საწყობი, არ ვიცი რამე თუ მოხდა გუშინ, რადგან არ მეხებოდა არც გამაგებიეს ეტყობა, ჩემთან სახლში არავინ არ არის და არ ვიცი რითი დაგეხმაროთ. არც სასმელები არ მაქვს ბინაშიც კი, არც მეზობლის ქურდობაზე ვიცი რამე, არ უთქვამს ვინმეს. ალბათ სხვა რესან კონცელიძეზეა საუბარი, გთხოვთ კარგად გაარკვიოთ,“ – განაცხადა დეპუტატმა რესან კონცელიძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის: ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რესან კონცელიძის ოჯახი ბინას ფლობს ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13 ნომერში.

აქვე დაგაინტერესებთ: კონცელიძეების სამშენებლო ბიზნესი ბათუმში და საეჭვო კორუფციული სქემა

 

Post navigation

Previous: დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
Next: ინციდენტი ბათუმის N8 საჯარო სკოლაში – მშობელს თავზე ბეტონი დაეცა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.