Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • მოსაზრება

რა აქტივობებით გავაოცოთ უნივერსიტეტები?

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2024
natura_AJARATIMES.GE

ზაფხული საუკეთესო დროა სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავენ. ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები დიდი ინტერესით ეცნობიან, თუ რამდენად აქტიურია ახალგაზრდა, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს მის ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში და რამდენად არის განვითარებაზე ორიენტირებული.

ხშირად, აქტივობები განსაზღვრავს უნივერსიტეტებში მოხვედრას, ამიტომაც გთავაზობთ სავარაუდო აქტივობების ჩამონათვალს, რაც გაგიადვილებთ მოიფიქროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ ზაფხულს.

– მოხალისეობრივი საქმიანობა და ქველმოქმედება – მიმოიხედეთ ირგვლივ, შესაძლებლობებია და რისი გაკეთება შეგიძლიათ? ვის შეგიძლიათ უანგაროდ დაეხმაროთ? რა როლი შეიძლება შეითავსოთ და არგოთ გარემოს თუ გარშემომყოფთ? მოხალისეობრივი აქტივობები შეიძლება იყოს – პარკისა თუ პლაჟის დალაგება/დასუფთავება; ინგლისურის, ქართულის თუ სხვა საგნის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სწავლება; ფესტივალების ორგანიზებაში ჩართვა, კვლევებში მონაწილეობა და სხვა. ცხოველების მოვლა-პატრონობა; მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის დახმარება; რომელიმე სფეროში პროფესიონალთა ასისტენტობა; წიგნების/სათამაშოების/საკვების შეგროვება, სწავლება, ცოდნის გაზიარება და სხვა.

– სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა – თუ სპორტით ხართ დაკავებული, ბუნებრივია ზაფხულში ბევრი საინტერესო შეჯიბრი შეიძლება მოეწყოს, მაგრამ თუ არ ხართ სპორტით დაკავებული, შეგიძლიათ მოხალისეობრივი სპორტული გარბენები მოაწყოთ. ასევე შეგიძლიათ ინიციატორი გახდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით გარკვეული აქტივობების. ნუ გგონიათ, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი მასშტაბური უნდა იყოს. თუ ერთ ადამიანს მაინც დაარწმუნებთ, რომ აღარ მოსწიოს, დაკავდეს სპორტით, ივარჯიშოს ყოველდღიურად, ესეც უკვე ბევრს ნიშნავს.

– ხელოვნება – თუ გაქვთ ხელოვნებისადმი მიდრეკილება და რაიმე ნიჭი, ხატავთ, უკრავთ ინსტრუმენტზე, ცეკვავთ, მღერით, დიზაინს ქმნით – შეგიძლიათ წარმოაჩინოთ და აქტივობად ჩაითვალოთ. თუ არა და ამ შემთხვევაში სხვა ადამიანების ხელოვნებით დაინტერესებაც საქმეა. ახლა ძალიან გავრცელებულია ფილმები კატეგორიზება, რომელი ფილმი რატომ უნდა ნახოს ადამიანმა, რატომ მოსწონთ ესა თუ ის მუსიკა სხვადასხვა ასაკის და კულტურის ადამიანებს, რა წიგნები უნდა წაიკითხოს ადამიანმა, რას გვაძლევს თითოეული მათგანი. შეგიძლიათ დაიწყოთ ამაზე საუბარი, გამართოთ სამეგობროში დისკუსიები, ერთად უყუროთ და განიხილოთ სპექტაკლები, ხელი შეუწყოთ ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. იფიქრეთ, ეს ყველა ნაბიჯი ხელოვნებისადმი სიყვარულის განვითარებას მოიცავს და საზოგადოების აზროვნების ხელშეწყობას უწყობს ხელს.

– ფოტოგრაფია – დღეს ყველაზე საინტერესო და ადვილად ათვისებადი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი ვერ ვიქნებით, მაგრამ ყოველთვის შეიძლება საინტერესოდ შემოვატრიალოთ გარემოს ფოტოგრაფირება. მაგალითად, ალბათ ყველა ქალაქსა თუ სოფელში არის რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია, არქიტექტურა, ბუნება, საკვები, დაიწყეთ ფოტოგრაფირება ამ ყოველივეს, იქნებ დაიაროთ და ქალაქში არსებული ძველი კარები გადაიღოთ, ძეგლები ან კიბეები, განსხვავებული არქიტექტურის სახლები, მდინარის თუ ზღვის სანაპიეროები. მიმოიხედეთ, ბევრი რამ გამოჩნდება, რასაც სხვა ყურადღებას არ აქცევს და რეალურად საინტერესოა. სად წავიღოთ ეს ფოტოები? შევაგროვოთ და სოციალურ მედიაში გამოვფინოთ. ასევე გადაუგზავნეთ ადგილობრივ ან ცენტრალურ მედია საშუალებებს, ისინიც დაინტერესდებიან, თქვენ კი ამ საინტერესო კონტენტის შემქნელი და ავტორი იქნებით, რაც საამაყოა.

– დებატებსა და დისკუსიებში მონაწილეობა – ზაფხულში ბევრია საზაფხულო სკოლა, თუმცა უმრავლესობა ფასიანია. თუ ამის შესაძლებლობა არ გავქვს, შეიკრიბეთ მეგობრები და დაგეგმეთ რაიმე საგანმანათლებლო აქტივობა. ეს შეიძლება რომელიმეს სახლში, საჯარო ადგილას, ბიბლიოთეკაში, კაფეში, სტადიონზე, სკვერში გააკეთოთ. ან სულაც სოციალურ ქსელში, ონლაინ. მთავარია აქტივობა იყოს საგანმანათლებლო და განმავითარებელი. დაუგეგმეთ ექსკურსიები პატარებს ან თანატოლებს, გაეცით ცოდნა, გაუზიარეთ რაც იცით, მოახდინეთ საუბრის ინიცირება. ეს ყოველივე საინტერესოა და სახალისოც. მთავარია იყოს მიზანმიმართული და თანმიმდევრული. ერთჯერადი შეხვედრა შედეგზე ვერ გაგვიყვანს.

– გადმოსავლის ძიება – იფიქრეთ პრობლემებზე, რაც თქვენს სამეგობროს, სამეზობლოს, ქალაქსა თუ სოფელს აქვს. რა შეიძლება გაკეთდეს მათ გადასაჭრელად? ვის უნდა მივმართოთ? ჩაატარეთ მცირე კვლევა, გამოკითხეთ სხვებიც, რას ფიქრობენ. წარაწდგინეთ თუნდაც ამ კვლევის შედეგები მერიაში, მუნიციპალიტეტში, დაელაპარაკეთ ადგილობრივ მთავრობას. ინფორმაციის მიწოდება – უკვე საქმეა. თუ თქვენი ინიციატივით გადაიჭრა პრობლემა, ხომ კარგი, თუმცა მცდელობაც უკვე მისაბაძია.

– ოლიმპიადებში, ჰაკათონებსა და სხვა საგანმანათლებლო კონკურსებში მონაწილეობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ისეც გეცოდინებათ. სამეცნიერო მიღწევები და გამოგონებები თუ გაქვთ, ბუნებრივია, მათზე ისაუბრებთ.

– სარგებლის მოტანა, დახმარება ახლობლებზე – თუ ირგვლივ ვინმეს დახმარება სჭირდება, მათ შორის მშობლებს, ბებია-ბაბუას, მეზობელს, ნათესავს. მიწა აქვს დასამუშავებელი, საყიდლებზე არის წასასვლელი, მურაბა აქვს გასაკეთებელი 🙂 ან ნებისმიერი საქმე, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ ადამიანს, რომელსაც სჭირდება და თავად ვერ აკეთებს. თუ ადამიანს სურს სხვა რამ აკეთოს და ვერ იცლის, მაგრამ თქვენი დახმარება ხელს შეუწყობს სხვა უფრო საინტერესო საქმის კეთებაში, ესეც სასარგებლო აქტივობაა და იმაზე მიანიშნებს, რომ უნივერსიტეტსაც წაადგებით საჭიროების შესაბამისად.

დაგვიწერეთ თქვენ, რა აქტივობებზე ფიქრობთ და გიპასუხებთ, რამდენად კარგი იდეაა და როგორ შეაფასებს მას უნივერსიტეტის მიმღები კომისია.

ავტორი: ნათია სირაბიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი.


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

Post navigation

Previous: როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
Next: საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია, მათ შორის აჭარაში – კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

აჭარა თაიმსი სექტემბერი 27, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2025
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.