Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია, მათ შორის აჭარაში – კვლევა

სულხან მესხიძე ივლისი 26, 2024
dokumentebi_AJARATIMES.GE

საქართველოში, საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია, მათ შორის აჭარაში – ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” კვლევაშია ნათქვამი. ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ჟურნალისტებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.

ორგანიზაციის დირექტორი “აჭარა თაიმსთან” მთავარ მიგნენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კვლევა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა. ეკა ბასილაიას თქმით, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას მეტწილად არ გასცემენ, მათ შორის არც მიზეზსს განმარტავენ.

“კვლევამ აჩვენა რამდენად დაბალია საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი. კვლევის ძირითადი ნაწილი მედიის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა რეგიონში არის პრობლემა. მაგალითად, ამ წელში, აჭარაში, 140 წერილი არის შესული, საიდანაც პასუხი გაცემულია 82 წერილზე, მათ შორის სრულყოფილი არის 47-ზე. ეს არის სისტემური პრობლემა,” – აცხადებს ეკა ბასილაია.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დირექტორი იმასაც ამბობს, რომ სახარბიელო მდგომარეობა არცერთ მუნიციპალიტეტშია. შექმნილ ვითარებას ეკა ბასიალია პოლიტიკური ნების არქონას უკავშირებს.

“არსად არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტიკის ნაწილი, თუ როგორი პოლიტიკა აქვს საჯარო უწყებებს. კვალიფიკაციის ნაკლებობა რომ იყოს და დათქმულ დროში ვერ გასცემენ ინფორმაციას მაშინ ამის შესახებ განმარტება გაკეთდებოდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ უბრალოდ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ მედიების მიმართ, ანგარიშვალდებულების განცდა დაბალია,” – ამბობს ბასილაია.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ გართულდება. კერძოდ, საჯაროდ გაცხადებული პოზიციების თანახმად, მესამე სექტორი და მედია აგენტად რეგისტრაციას არ აპირებს, შესაბამისად ხელსიუფლების მიზანიც ესაა – ნაკლებად მიუწვდებოდეს ვინმეს საჯარო ინფორმაციაზე ხელი.

“რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშვება. აგენტად რეგისტრაციას არავინ აპირებს, რაც მათ გაუქმებას გამოიწვევს. რეალურად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გამომთხოვი არავინ დარჩება. იმედი ვიქონიოთ რომ სცენარი ამგვარად არ განვითარდება,” – აცხადებს “მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

Post navigation

Previous: რა აქტივობებით გავაოცოთ უნივერსიტეტები?
Next: ახლახან გადმოვედი ახალ ქალაქში და მეგობრების შეძენა მინდა – რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 2
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.