Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2024
rusuli kanoni_AJARATIMES.GE

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ. აღნიშნული საჯარო მოხელეები ანტიდასავლური განცხადებებითაც გამოირჩევიან, არადა მათი ოჯახის წევრები ცხოვრებასა და განათლებას უცხოეთში ამჯობინებენ.

დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებსა და ევროპის მოწინავე  ქვეყნებში, სამედიცინო სფერო მაღალ დონეზეა განვითარებული. ინოვაციური აღმოჩენები, ახალი  სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდოლოგიების შემუშავება აღნიშნულ ქვეყნებში სამედიცინო სფეროს წინსვლისთვის გაღებული გულუხვი ინვესტიციების შედეგია.

საინტერესოა, რომ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ:

  • ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
  • გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
  • ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
  • ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
  • ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას, შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
  • ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები,  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში  დაიბადნენ.
  • დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
  • ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
  • მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.

“პარადოქსულია, რომ ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის დეპუტატები თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც დასავლური სიკეთეებით არაერთხელ უსარგებლიათ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით,” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აღმოჩნდა, ევროპული განათლება „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია:  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრი სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდა. თუმცა, საყურადღებოა, რომ ისინი მაინც მხარს უჭერენ ისეთ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და მეტად აშორებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროს დასავლური განათლების დახვეწილი სისტემისგან.

  • გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
  • მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს. ამასთან, თავად მაკა ბოჭორიშვილს, 2018-2020 წლებში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა.
  • ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
  • როგორც დეპუტატი გიორგი(გია)ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს,მისმა შუათანა შვილმა სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში უმაღლესი განათლება მიიღო.სტუდია ,,მონიტორის’’ ინფორმაციით,სანდრო ვოლსკი აშშს მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში ,,CULMEN INTERNATIONAL’’-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
  • გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
  • სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ VS “სამგურალი“ – მატჩი 18 აგვისტოს გაიმართება
Next: ბათუმში სასმელი წყალი შეწყდება – ცნობილია დასახლებების ჩამონათვალი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.