Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

admin 01/09/2024
temur gogitidze_AJARATIMES.GE

მამოგრაფია – სარძევე ჯირკვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომელსაც შეუძლია ძუძუს პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მაშინაც კი როდესაც არანაირი ჩივილი არ არის. ეს რამდენიმე წუთიანი კვლევა თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს!

სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული სენია. ყოველ მერვე ქალს შეიძლება დაემართოს ეს დაავადება. საქართველოში წელიწადში 2 ათასი ახალი დიაგნოზი რეგისტრირდება, მსოფლიოში კი 2 მილიონზე მეტი.

მამოგრაფიული კვლევის ყველაზე საუკეთესო მიმართულება – სკრინინგია.

სკრინინგი არის დიაგნოსტიკა მაშინ, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს და თითქოს არაფერი ჭირს. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, სკრინინგი რეალურად არის ჯანმრთელების კვლევა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავს შეიძლება ჯანმრთელად გრძნობდეს, შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადება ადრეულ ეტაპზე ისე არსებობდეს ძუძუში, რომ მას ადამიანი საერთოდ არ გრძნობდეს და ვერც ექიმმა იგრძნოს.

ამ ეტაპზე დაავადების დანახვა მხოლოდ სპეციალური დიაგნოსტიკური მეთოდებით (მამოგრაფია, ულტრაბგერა, მაგნიტური ტომოგრაფია) არის შესაძლებელი. ეს გულისხმობს ძუძუს კიბოსწინარე დაავადების ან კიბოს აღმოჩენას მილიმეტრულ დონეზე.
„სკრინინგი“ სიტყვასიტყვით „გაცხრილვას“ ნიშნავს. სკრინინგული გამოკვლევები ადამიანებს ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაში ეხმარება.

სკრინინგი მნიშვნელოვნად განსხვავდება დიაგნოსტიკისგან, როცა ადამიანი მოდის ჩივილით. სახარებაშია ნათქვამი, „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“ – ამ გადასახედიდან, ჯანმრთელებს სწორედ რომ სკრინინგი სჭირდებათ.
სკრინინგში დღეისათვის გამოიყენება მამოგრაფია და ექოსკოპია. მამოგრაფია უტარდება ყველა პეციენტს, ექოსკოპია დაახლოებით მეოთხედს, ხოლო მამოლოგი საჭიროა მხოლოდ მაშინ როცა რაიმე მისახედი პათოლოგიაა.

ჩვენთან, ისევე როგორც უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს სკრინინგი ტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის. უფრო ადრეულ ასაკში სკრინინგის დაწყება საჭიროა დატვირთული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში, თუკი ახლო ნათესავებს ძუძუს ან საკვერცხის კიბო ჰქონდა. ამ შემთხვევაში პირველი მამოგრაფიის ჩატარება უმჯობესია 35 წლიდან.

ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ გამოკვლევის დღეს უმჯობესია არ გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი. ძუძუს გამოკვლევის ჩატარება უფრო კომფროტულია ციკლის შედგომ, ვიდე მანამდე.

გეტყვით რა უნდა მოიკითხოთ სკრინიგის ჩატარების წინ კლინიკაში, რომ დარწმუნდეთ რომ კვლევა ხარისხიანია:

  • აპარატურა უნდა იყოს თანამედროვე, ანუ მამოგრაფი უნდა იყოს ციფრული. ეს ნიშნავს რომ გადაღების შემდეგ ფირების გამჟღავნება არ არის საჭირო და სურათი გადადის ექიმთან ციფრული ტექნოლოგიებით, სპეციალური კასეტებით ან თავისით ავტომატურად;
  • უნდა იყოს გადაღებული თითო მკერდზე 2 სურათი მინიმუმ. ორივეს შემთხვევაში სულ 4 ჯერ უნდა გადაიღოს რენტგენ-ლაბორანტმა;
  • თქვენი სურათები შემდეგ უნდა ნახოს ორმა რადიოლოგმა ექიმმა, ეს აღინიშნება დასკვნაში სადაც უნდა იყოს მითითებული ორი ექიმის სახელი და გვარი და შესაბამისად ხელმოწერა;
  • თქვენი სურათები უნდა ინახებოდეს სისტემაში ან გაძლევდენ დისკზე ჩაწერილს თუკი არ არის გარანტია, რომ მომავალ წელს ან 2 წლის შემდეგ ისინი იქნება შენახული და შესაძლებელი იქნება წინა კვლევასთან შედარება;
  • საერთოდ, ექიმებმა კვლევა უნდა მოითხოვონ, გაარკვიონ თუ გაქვთ გადაღებული და ხომ არ გაქვთ თან და უნდა შედარდეს აუცილებლად ახლანდელს, ესეც ხარისხიანი გამოკვლევის აუცილებელი ნაწილია.

კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ მამოგრაფია გვაძლევს საშუალებას, კიბო გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე. რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ, მით უფრო ადვილი და ეფექტური იქნება მისი მკურნალობა. ადრეულ ეტაპზე სრული განკურნების შანსი 98%.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ნაკლებად აგრესიულია, რაც ამცირებს მის გვერდით მოვლენებს და ინარჩუნებს სიცოცხლის ხარისხს. ასევე, სკრინინგული კვლევის მშვიდი პასუხის მიღება მნიშნვნელოვანია ფსიქოლოგიური სტატუსისთვის. იმის ცოდნა, რომ ჯანმრთელობა კონტროლის ქვეშ არის, აუმჯობესებს სულიერ მდგომარეობას და ამცირებს სტრესს.

ავტორი: თემურ გოგიტიძე, ექიმი მამოლოგი, ონკო ქირურგი, კლინიკა Newplasma-ს სამეციდინო დირექტორი


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ვერდიქტის მოლოდინში – საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა დასრულდა
Next: არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა – ცესკო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

admin 27/09/2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

admin 03/05/2025
natura_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

რა აქტივობებით გავაოცოთ უნივერსიტეტები?

admin 26/07/2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 3
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.