Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა – ცესკო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2024
archevnebi 2024_AJARATIMES.GE

ცოსკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 27 პარტიაა რეგისტრირებული.

„26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?
Next: დინამო ბათუმისა და ქუთაისის ტორპედოს თამაში ფრედ დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 2, 2026
„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“ _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ოქტომბერი 2, 2026
„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 2, 2026
„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“ _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ოქტომბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.