გომის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ამის შესახებ ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, კურორტზე მისვლა, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე კი მონიტორინგი გრძელდება.
“რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა,” წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.