წელს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის – COP 29 მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება გასული წლის 11 დეკემბერს, დუბაიში გამართულ COP28-ის პლენარულ შეხვედრაზე მიიღეს.
აქამდე აზერბაიჯანმა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა და ღირსეულად ატარებდა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, COP29 ვერ შეედრება აქამდე ორგანიზებულ ღონისძიებებს. ორ კვირაში ბაქო მსოფლიოს ცენტრი გახდება და დაახლოებით 70-80 ათას უცხოელ სტუმარს მიიღებს. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების გადაწყვეტილებას “დიდი წარმატება” უწოდა.
„ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მიიღო და ამით აზერბაიჯანის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს დიდი ნდობა და დიდი პატივისცემა“, – მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაური.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელმა პოლიტიკამ, პრინციპულმა პოზიციამ, საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებამ და ამავდროულად მთელი ქვეყნის მასშტაბით სუვერენიტეტის აღდგენამ კიდევ უფრო გაზარდა აზერბაიჯანისადმი პატივისცემა“.
პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანი COP29-ს მაღალ დონეზე გამართავს და ეს იქნება კიდევ ერთი, ქვეყნისა და ხალხის დიდი წარმატება. გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ არის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია დედამიწის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის ივნისში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის საშიში ჩარევა კლიმატის სისტემაში.
მხარეთა კონფერენცია არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ზედამხედველობს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის განხორციელებას. კონვენციის მონაწილე 198 ქვეყანაა.
COP-ის თავმჯდომარეობა გადაეცემა გაეროს ხუთი რეგიონიდან ერთ-ერთ ქვეყანას – აფრიკას, აზიას, ლათინურ ამერიკას, კარიბის და ევროპას, მათ შორის ცენტრალურს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, როტაციის საფუძველზე. ორგანიზაციაში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნების ერთსულოვანი აზრის საფუძველზე იქნა მიღებული. სხვათა შორის, აზერბაიჯანთან ერთად, სომხეთმა და ბულგარეთმაც წამოაყენეს კანდიდატურა COP29-ის მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, გასული წლის 7 დეკემბერს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში გამოცხადდა, რომ სომხეთმა მოხსნა კანდიდატურა. ამის შემდეგ ბულგარეთმა იგივე ნაბიჯი გადადგა თავის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
COP29 კონფერენცია შეიძლება ჩაითვალოს აზერბაიჯანისთვის 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად და ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის ლოგიკურ გაგრძელებად. ამ მისიის შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, 2024 წელი აზერბაიჯანში „მწვანე სამყაროს სოლიდარობის წლად“ გამოცხადდა.
საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი საიმედო პარტნიორი.
„რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ, რომელთაგან ერთ-ერთია მწვანე ენერგიის პროექტი. აქ კი საქართველომ და აზერბაიჯანმა სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყეს დიდი და მასშტაბური პროექტის განხორციელება. მჯერა, რომ ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, სამხრეთ გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, გახდება მაგალითი მწვანე ენერგიის პროექტისთვის და იგივე წარმატებით განხორციელდება. ამის საჭიროებაც დიდია. როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს აქვს ძალიან დიდი განახლებადი ენერგიის პოტენციალი და ამჟამად ვმუშაობთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე. მე მჯერა, რომ წლის ბოლომდე ეს სამუშაოები დასრულდება, რის შემდეგაც პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება აზერბაიჯანი, როგორც ნავთობისა და გაზის ქვეყანა თავის თავს ამ სფეროში დაიმკვიდრებს და მსოფლიოში ყველა კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ჩვენი დღის წესრიგი დაკავშირებულია მწვანე ენერგიასთან. მწვანე ენერგიის შექმნა და მწვანე ენერგიის ტრანსპორტირება მსოფლიო ბაზრებზე ამჟამად პრიორიტეტია. ეს არის რეალობა და ამას მთელი მსოფლიო კვლავ იხილავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანი თავისი პრაქტიკული საქმიანობით ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ქვეყანა ანიჭებს „მწვანე“ ენერგიას. მაგალითად, აზერბაიჯანი მიზნად ისახავს სათბური გაზების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის 35 პროცენტით, ხოლო 40 პროცენტით 2050 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი არის განახლებადი ენერგიის წყაროების მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანა.
პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული პრიორიტეტები: აზერბაიჯანი 2030“-ზე დაყრდნობით, ქვეყანამ სტრატეგიული საფუძველი დაუდო განახლებადი ენერგიის წარმოების პოლიტიკას. დოკუმენტში განსაზღვრული ხუთი ეროვნული პრიორიტეტიდან ერთ-ერთი დაკავშირებულია სუფთა გარემოსთან. ეს, თავის მხრივ, ადგენს ახალ მიზნებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის გზაზე. ამ პრიორიტეტების მიღებამდე, 2020 წლის 9 იანვარს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ACWA Power-სა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების Masdar-ს შორის განახლებადი ენერგიის შესახებ საპილოტე პროექტების განხორციელების შესახებ.
2022 წლის 15 დეკემბერს ენერგეტიკის სამინისტროსა და ავსტრალიურ კომპანია Fortescue Future Industries-ს (FFI) შორის ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას განახლებადი ენერგიის პროექტებზე თანამშრომლობისა და აზერბაიჯანში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლისა და განვითარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის წარმოების პროექტების შესწავლას და განხორციელებას 12 გვტ-მდე ჯამური სიმძლავრით.
ამრიგად, აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს სამ წამყვან ენერგეტიკულ კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც 25 გიგავატი განახლებადი მზის და ქარის ენერგიის წარმოება მოხდება როგორც ხმელეთზე, ასევე ოფშორში. ამ მოცულობიდან 12 გიგავატს გამოიმუშავებს FFI, დაახლოებით 10 გიგავატს Masdar, ხოლო დანარჩენს ACWA Power.
სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, გასული წლის 3 თებერვალს ბაქოში პირველად გაიმართა მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა პირველი შეხვედრა, რომელიც ცხადყოფს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიის წარმოების საკითხს. აზერბაიჯანმა უკვე შეიძინა პოზიტიური იმიჯი, როგორც დიდი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზატორი. ბაქოში COP29-ის გამართვა ძლიერ იმპულსს მისცემს აზერბაიჯანის ავტორიტეტის შემდგომ გაძლიერებას მსოფლიოში და უშუალოდ და დაუბრკოლებლად მიაწოდოს ქვეყნის რეალობა საერთაშორისო საზოგადოებას.