Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს” – პედაგოგების აქცია ბათუმში

სულხან მესხიძე დეკემბერი 13, 2024
evro200_AJARATIMES.GE

ბათუმში, სკოლა “ევრო 2000”-ის პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მასწავლებლებმა გორგილაძის ქუჩა ერთი საათით გადაკეტეს, გაშალეს საპროტესტო ბანერი და მოსაზრებები დააფიქსირეს.

მათი შეფასებით, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების ახსნა რთულია და ხელისუფლებას მართებს ვალდებულება აიღოს პასუხმსგებლობა. ისინი უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

„500- მდე ადამიანი არის დაკავებული, 300- ზე მეტი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არ შეიძლება სკოლაში ერთი რამ ისწავლებოდეს და ქვეყანაში სხვა რამ ხდებოდეს,” – განაცხადეს შეკრებილებმა.

პედაგოგები ასევე, ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ ის შედეგები, რაც ცესკომ გამოაცხადა საზოგადოების ნებას არ ასახავს.

“გამოვუცხადეთ სოლიდარობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ორი კვირაა რუსთაველზე არიან. არცერთი უფლებამოსილი პირი არ გამოვიდა და არ მოუსმინა მათ, გაიაზრონ რა გვინდა! არ გვინდა არჩევნების წართმევის შედეგად მოსული მთავრობა, არც მათ მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვწყვეტთ ყოველგვარ მუშაობას ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენი გზა არის ევროპისაკენ. ამ დასისხლიანებულ ადამიანებს დღევანდელ ე.წ მთავრობას არავინ აპატიებს! საერთოდ გადაუსვეს ხელი განათლების აუცილებლობას ჩვენს ქვეყანაში, არადა, განათლების გარეშე ვართ იქ, სადაც ვართ. მეამაყება ის ბავშვები, რომლებიც ღამეები დგანან ბათუმში, თბილისში – ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან. მე არ ვიცი ვისი გაზრდილია კობახიძე და ყაველაშვილი… რა უფლებით და კომპეტენციის საფუძველზე იღებს ეს ადამიანი თავის თავზე პასუხისმგებლობას გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. შეთავაზება შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანს უნდა გქონდეს, განცდა რა შეგიძლია, რისი უფლება გაქვს პირადად. მათ შორის ყაველაშვილს მოვუწოდებ, ოფიციალურად უარი განაცხადოს იმ სამარცხვინო წარდგენაზე, რაც მოუწყო დღევანდელმა ე.წ მთავრობამ”, – აცხადებს პედაგოგი ინგა ბაგრატიონი ჩვენთან საუბრისას.

საპროტესტო აქციას შეუერთდა პედაგოგი სულხან ოქროპირიძეც, რომელიც “ქართული ოცნებისა” და ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. მისი შეფასებით, ყოფილი თანაგუნდელების ქმედებები ანტი ევროპულია.

“ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს თუ რა ვითარებაში ვართ. ცალსახად ვხედავთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არის აშკარად ანტი ევროპული, რაც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ორი საუკუნეა ჩვენი წინაპრები იბრძვიან ამ სივრცისგან გამოსაყოფად და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ვდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ყველა, ცივილიზებული სამყარო ყოველდღიურად წყვეტს საქართველოსთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ბელარუსიზაციასთან და ჩვენ აღმოვჩნდებით იზოლირებული,” – თქვა ჩვენთან საუბრისას “ქართული ოცნებისა” და ქობულეთის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ. 

აქვე დაგაინტერესებთ ⇓
  • ფოტორეპორტაჟი აქციიდან
  • პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

Post navigation

Previous: აშშ “ქართული ოცნების” მინისტრებსა და პარლამენტარებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
Next: საყოველთაო პროტესტს ბათუმელი მეზღვაურებიც უერთდებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 3, 2026
avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს

აჭარა თაიმსი ივნისი 2, 2026
ajaris televizia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა

აჭარა თაიმსი ივნისი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 3, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 2, 2026
ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს

ივნისი 2, 2026
„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა ajaris televizia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა

ივნისი 2, 2026
ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 3, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 2, 2026
ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს avtobusi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, №16 მარშრუტზე დიდი ტევადობის ავტობუსები იმოძრავებს

ივნისი 2, 2026
„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა ajaris televizia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„აჭარის ტელევიზიამ“ თანამშრომლები გაათავისუფლა

ივნისი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.