Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ოპოზიციური პარტიები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი იანვარი 28, 2025
_AJARATIMES.GE

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების – „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.

ინფორმაციისთვის: მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს.

„აჭარაში მედიის თავისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო წლებში აშკარად გამოჩნდა, როგორ იზრდება ხელისუფლების გავლენა რეგიონულ მედიაზე. ვიხილეთ, როგორ მოხდა დირექტორებისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება აჭარის ტელევიზიიდან, „ტვ 25“-ის დახურვა და ახლა მიმდინარეობს შეტევა „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“. მზია ამაღლობელის დაკავება ამ პროცესის გაგრძელებაა,“ – განაცხადეს პარტიებმა.

ოპოზიციური ლიდერების თქმით, მზია ამაღლობელის დაკავებისას მას პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი პირები არ დასჯილან.

პარტიებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიას მოუწოდეს, რეაგირება მოახდინონ ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე და სანქციები დაუწესონ იმ პირებს, ვინც მედიაზე ზეწოლაში მონაწილეობენ.

„ჩვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს დაცული. ასევე, საჭიროა სათანადო შეფასება მიეცეს აჭარაში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მედიაგარემოს მძიმე მდგომარეობას,“ – აღნიშნეს ბრიფინგზე.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/595204953434476/

Post navigation

Previous: თემურ ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან, რუსეთის 10 ათასზე მეტი მოქალაქე კი მოქალაქეობას იღებს – ენმ
Next: დეკანი და სამი სტუდენტი გათავისუფლდნენ, ერთი კი პატიმრობაში დარჩა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.