Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, წყალი“ – შშმ პირები დახმარებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი მარტი 3, 2025
shshm pirebi_AJARATIMES.GE

„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ 300-მდე შშმ პირს დაუკავშირდა და გამოავლინა მათი გადაუდებელი საჭიროებები, რაც ბოლო პერიოდში დიდთოვლობის გამო შეიქმნა. ფინანსური დახმარება შესაძლებელია ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, ხოლო მატერიალური ნივთები – ორგანიზაციის ოფისში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს, დაეხმარონ პირველადი საკვები პროდუქტების, სასმელი წყლის, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

“ბოლო კვირების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის და აქედან გამომდინარე მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის შექმნილი სირთულეების გამო ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი” ოპერატიულად დაუკავშირდა ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი გადაუდებელი საჭიროებები, კერძოდ:

  • 16 პირს/ოჯახს ესაჭიროება პირველადი საკვები პროდუქტები;
  • 2 პირს/ოჯახს ესაჭიროება სასმელი წყალი;
  • 9 პირს ესაჭიროება სხვადასხვა სახის მედიკამენტები (მათ შორის ტკივილგამაყუჩებლები);
  • 6 პირს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები (მაგ. ,,პამპერსი”, ჭრილობის შესახვევი დოლბანდები და ა.შ.)
  • 7 პირს ესაჭიროება სატრანსპორტო მომსახურება და სხვა სახის მხარდაჭერა (ექიმთან ვიზიტი, რეაბილიტაციის პროცედურების გავლა, სხვადასხვა სახის ტექნიკის შეკეთება და სხვა).

სამწუხაროდ ზემოთაღნიშნული 40-მდე საჭიროების დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.
ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის ბიზნეს სექტორს მათი შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარონ შშმ პირთა ზემოთაღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

თანხობრივი მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლიათ აქვე მითითებულ ორგანიზაციის TBC ბანკის საბანკო ანგარიშზე: GE40TB7143936020100007; გარდა ამისა სურვილის შემთხვევაში მითითებული ნივთები, პროდუქტი შეგიძლიათ მატერიალური სახით მოიტანოთ ორგანიზაციის ოფისში, სამუშაო დღეებში, 11:00-18:00 საათებში, მის. :ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N67/69,” – წერს სოციალურ ქსელში რამინ მაჭარაშვილი. 

Post navigation

Previous: კვარიათში პლაჟი დააბეტონეს – სად მიდის სამანქანე გზა
Next: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.