Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოში სკოლების რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

სულხან მესხიძე დეკემბერი 3, 2023
skola_ajaratimes.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

ამავე წლებში, საქსტატის კვლევით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

“2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია,” – აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.

Post navigation

Previous: ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
Next: საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა გაიზარდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.