Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ – სალომე ზურაბიშვილი

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2025
salome zurabishvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას სურს არჩევნების გზით რეჟიმის ჩამოშლა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური გზა, რომელიც საბოლოოდ წარმატებას მიაღწევს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ოპოზიციის კოორდინაციამ შედეგი გამოიღო.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ორი თემა. პირველი არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება. როგორც ჩანს, ეს ფორმატი შეიქმნა. მინდა, წინააღმდეგობის პლატფორმისგან გამოვუცხადო სოლიდარობა და ხაზი გავუსვა, რომ ამ კოორდინაციის ორი მიზანი რჩება უცვლელი. ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების მზადება, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების მდგომარეობა, წამება და ცუდი მოპყრობა არის ჩვენი მუდმივი თემა უცხოელ პარტნიორებთან, ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან უკვე შედეგი მოიტანა და გუშინდელი დღეს იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან სერიოზული, მკაცრი რეაქციები. ერთი მხრივ, კაია კალასისგან და მარტა კოსისგან. ასევე, „ჰელსინკის კომისიის“ ორპარტიული განცხადება იყო, რომელიც ანაკლიის პორტის საკითხს და იქ ჩინელების შემოყვანას ეხმაურება. ესეც მკაცრი განცხადებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, რა უნდა გაააკეთოს, თუ სურს, გაუმჯობესდეს აშშ-სთან ურთიერთობები. ასევე, დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები და ოდირის განცხადება „ფარა“-ზე. ეს ხუთივე განცხადება არის ძალიან დიდი დარტყმა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები სინდისის პატიმრების დაკავებაზე და მათ ციხეში ყოფნაზე. ეს განცხადებები არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ. ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ, ჩვენი პოლიტიკური გაგებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიწყებთ ახალ, წინააღმდეგობის მოძრაობას – სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები

Post navigation

Previous: ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ – საია
Next: “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.