Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აპრილი 7, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE

ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან 2005 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დ.კ., რუსეთის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ი.ა. და უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ი.პ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორის აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ი.პ.-მ, ბათუმში სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განათავსა კანფეტის ქაღალდში დაფასოებული სახით.

გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები, რაც, უწყების მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და გასაღებისთვის გამოიყენებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: დავით გაბაიძემ მედიას საჯარო სხდომის გაშუქების უფლება არ მისცა
Next: თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე აირჩიეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 18, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.