Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საჯარო სამსახურებში რეპრესიები 700-მდე ადამიანს შეეხო – TI

აჭარა თაიმსი აპრილი 14, 2025
_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლება საპროტესტო ტალღის საპასუხოდ საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზაციას ცდილობს.

ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩახშობისთვის სწორედ საჯარო სექტორის სრული კონტროლი გახდა.

2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, მმართველმა გუნდმა ოთხჯერ შეცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს საჯარო მოხელეთა სამართლებრივ გარანტიებს და რეალურად ანადგურებს იმ რეფორმას, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერით და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

ორგანიზაციის ცნობით, პოლიტიკური ნიშნით უკვე გათავისუფლებულია 700-მდე საჯარო მოხელე, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, იუსტიციის სახლიდან, საჯარო რეესტრიდან, ცესკოდან, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და ტურიზმის დეპარტამენტიდან. თანამშრომლების ნაწილი საკუთარი კრიტიკული პოზიციის, ნაწილი კი ევროინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ ხელმოწერილი განცხადებების გამო გათავისუფლდა — ხშირად რეორგანიზაციისა და ვადის ამოწურვის ფორმალური საფუძვლებით.

კანონის ცვლილებებით გაუქმდა საშუალო რგოლის მენეჯერების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, გაადვილდა მათი გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეტყობინების საფუძველზე. უკონკურსოდ დანიშვნის პრაქტიკა დაბრუნდა, ხოლო რეორგანიზაციის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში, განაცდური მხოლოდ ერთი თვით ანაზღაურდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რეპრესიული მიდგომები უკვე გავლენას ახდენს აკადემიურ და კულტურულ სივრცეზეც. თეატრების შემოქმედებით ჯგუფებს ჩამოერთვათ მონაწილეობა დირექტორების არჩევაში, ხოლო საჯარო მოხელეებს სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს როგორც პოლიტიკური კონტროლის გამყარებას, ისე პლურალიზმისა და კრიტიკული აზრის სისტემურად ჩამოშლას საჯარო სექტორში.

Post navigation

Previous: თინა ზოიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა
Next: დინამო ბათუმმა, სამგურალთან მატჩი მოიგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.