
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანეს 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 212 152.3 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც განსაკუთრებულად დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო საზღვარზე უკანონო გადაადგილებას ეხება და სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.