Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების და ტურისტული აქტივობების რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი მაისი 31, 2025
turizmi_AJARATIMES.GE

საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის კლების ტენდენცია დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1 506.8 ათასი იყო, რაც 3.1 პროცენტით არის შემცირებული.

ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობაც შემცირებულია. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 623.6 ათასი იყო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.4 პროცენტით ნაკლებია.

ვიზიტორების ყველაზე დიდი წილი — 36 პროცენტი — 31-50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ამავე პერიოდში, ვიზიტორების 55 პროცენტი ქალია. ყველაზე მეტი ვიზიტორი ცხოვრობს თბილისში — 35.6 პროცენტი, შემდეგ მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი 15.6 პროცენტით, ხოლო აჭარისა და ქვემო ქართლის წილი 9.1 პროცენტს შეადგენს. სხვა რეგიონები შედარებით დაბალი წილით არიან წარმოდგენილი.

რაც შეეხება ყველაზე ხშირად მონახულებულ რეგიონებს, ლიდერობს თბილისი, სადაც თვეში საშუალოდ 378.2 ათასი ვიზიტი ხორციელდებოდა. მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, თვეში საშუალოდ 328.4 ათასი ვიზიტით.

მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტებისას გაწეული ხარჯებიც. შიდა ტურისტული ვიზიტებისას თვეში საშუალოდ 242.4 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 160.8 ლარით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 5.9 პროცენტით არის შემცირებული.

აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ შიდა ტურისტულ აქტივობასა და ხარჯვის დონეში კლებაა, რაც, სავარაუდოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შემცირებით არის გამოწვეული.

Post navigation

Previous: ბათუმში „ვინტოს“ ავტომომსახურების ცენტრი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა
Next: ავარია ბათუმში, დაშავდა ორი ადამიანი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.