
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი უკანონოდ შემოტანა ედება.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სარფის საბაჟო-გამტარი პუნქტის გავლით შემოვიდა. მის პირად ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 227 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.