ჩაქვის წყალმომარაგების სისტემის სათავეში წყლის ამღვრების გამო, ბათუმის სხვადასხვა უბანში მოსახლეობას დროებით შეეზღუდა წყალმომარაგება. კომპანია, რომელიც ქალაქს წყლით ამარაგებს, განმარტავს, რომ შეზღუდვა აუცილებელი გახდა ხარისხის სტანდარტების დაცვის მიზნით.
წყალმომარაგება შეფერხებით მიმდინარეობს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ასევე მის ჩიხებსა და შესახვევებში, ადლიის მიმართულებით, თამარის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ბარცხანაში, აგრეთვე ნობელების, მაიაკოვსკის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, კაჩინსკების, ზღვისპირის, შავშეთის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.



