Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

Dura lex, sed lex – დავით გაბაიძე რუსულ კანონსა და მესამე სექტორზე

სულხან მესხიძე 03/09/2024
davit gabaidze_AJARATIMES.GE

მას შემდეგ, რაც პარლამენტში რუსული კანონის ინიცირება და განხილვა დაიწყო აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმაღლესს საბჭოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს რეკომენდაციების შემუშავებასა და სერვისების მიწოდებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ ეხმარებიან.

“აჭარა თაიმსმა” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მესამე სექტორის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა, რაზეც დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ ფაქტს არ მიესალმება. რეპრესიული მექანიზმების ფონზე რუსული კანონის მხარდამჭერი დავით გაბაიძე ფიქრობს, რომ მესამე სექტორსა და მედია ორგანიზაციებს საფრთხე არ ემუქრებათ.

“ეს ჩემთვის არ არის მისასალმებელი ფაქტი, გამომდინარე იქედან, რომ მე პირადად ყოველთვის ღია ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არსებობდა ღია მმართველობის საბჭოსთან საკონსულტაციო ჯგუფი. თუმცა გასაგები მოსაზრებების გამო, ისე რომ მათ უმაღლესს საბჭოსთან არ ჰქონიათ პრეტენზია მაინც გააჩერეს თანამშრომლობა. ჩვენ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უმაღლესს საბჭოს არ მიუცია იმის საფუძველი მესამე სექტორისთვის, რომ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულიყო. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას იმ ძალებით და იმ საშუალებებით რაც გაგვაჩნია,” – აცხადებს დავით გაბაიძე.

უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს რუსულ კანონსა და რეპრესიულ მექანიზმებზეც ვკითხეთ, რამაც შესაძლოა მესამე სექტორის, ასევე, მედია ორგანიზაციების ჩამოშლა გამოიწვიოს. კითხვაზე დავით გაბაიძეს მარტივი პასუხი ჰქონდა: Dura lex, sed lex.

“მე არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა. კანონი არსებობს და როგორ იმუშავებს ეს გამოჩნდება სამომავლოდ. ვინც არ რეგისტრირდება ესეც მათი ნებაა, კანონს გააჩნია აღსრულების მექანიზმი, მეტი რა გითხრათ? იუსტიციის სამინისტროსა და იმ სუბიექტების გადასაწყვეტია რა ფორმით გაგრძელდება ამიერიდან პროცესები. მე ასე ტრაგიკულად არ ვხედავ მოვლენების განვითარებას. არამგონია მესამე სექტორი ჩამოიშალოს. კანონი მკაცრია, მაგრამ მაინც კანონია. Dura lex, sed lex – ასე ამბობდნენ რომაელები,” – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას დავით გაბაიძემ.

ინფორმაციისთვის: რუსული კანონი უკვე ამოქმედდა, მათ შორის რეპრესიული მექანიზმებიც ძალაშია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აგენტების სიაშია ორგანიზაციათა 2 პროცენტამდეა დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში მიღებას აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
Next: ბათუმი თბილისის მატარებელი ადამიანებს შეეჯახა, არის მსხვერპლი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

admin 08/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

admin 08/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

admin 06/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1) 2
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.