Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 14, 2023
turisti_ajaratimes.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 35.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.3 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში და თბილისში – საშუალოდ 364.3 ათასი ვიზიტი თვეში.

2023 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 366.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9 პროცენტით და 207.3 ლარს გაუტოლდა.

Post navigation

Previous: დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იწყება – ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურას განიხილავს
Next: გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აჭარა თაიმსი აპრილი 20, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აჭარა თაიმსი აპრილი 20, 2026
taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

სულხან მესხიძე აპრილი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 20, 2026
ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აპრილი 20, 2026
სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე

აპრილი 20, 2026
ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აპრილი 20, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს  taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

აპრილი 20, 2026
ბათუმში, წყლის მილის დაზიანების გამო გზა ჩავარდა – ავტომობილი ორმოში აღმოჩნდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, წყლის მილის დაზიანების გამო გზა ჩავარდა – ავტომობილი ორმოში აღმოჩნდა

აპრილი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 20, 2026
ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს manqanebi bulvarshi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ავტომობილების გადაადგილების ფაქტზე სამართალდამრღვევები დააჯარიმეს

აპრილი 20, 2026
სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

სკ „ბათუმმა“ სუპერლიგის რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა – ცნობილია კლუბის მეტოქე ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე

აპრილი 20, 2026
ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

აპრილი 20, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს  taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

აპრილი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.