Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ადმინისტრაციული რესურსი მხოლოდ “ოცნებისთვის”

სულხან მესხიძე ოქტომბერი 21, 2024
_AJARATIMES.GE

“შეხვედრა ბათუმელ მეგობრებთან,” – ასეთი დასათაურება ჰქონდა ფოტო და ვიდეო მასალებს, რომლებიც თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. შეხვედრა 29 სექტმებერს გაიმართა, რომელზეც მხოლოდ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები მიიწვიეს. ღონისძიების შესახებ წინასწარ ანონსი არ იყო ცნობილი.

ირკვევა, რომ საზაფხულო თეატრში “ქართული ოცნების” ლიდერები საჯარო მოხელეებსა და ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდნენ. საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებს, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

“თავდაპირველად შეთავაზებას დათანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით უარი გვითხრეს შეხვედრის გამართვაზე. მიზეზად სხვა ღონისძიება დაგვისახელეს,” – აცხადებენ გიორგი გახარიას პარტიაში.

ინფორმაციისთვის: პარტიას წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვა 20 ოქტომბერს სურდა. ამავე დღეს საზაფხულო თეატრში ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში არ იძებნება.

ბათუმის მერიაში არ პასუხობენ კითხვას თუ რის საფუძველზე დაუთმეს შეხვედრისთვის მმართველ პარტიას საზაფხულო თეატრის შენობა.

ცნობისთვის: საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო ხელმისაწვდომობის საშუალება ყველა პარტიისთვის უნდა იყოს თანაბარი და არადისკრიმინაციული. სახელმწიფომ პარტიებს შესაძლებელია შესთავაზოს მხარდაჭერა, როგორიცაა; კამპანიის ღონისძიებათა ჩატარების მიზნით სხდომათა დარბაზებით უფასოდ სარგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, ორივე ფინანსური და არაფინანსური სახის მხარდაჭერა გაწეულ უნდა იქნას თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე.

 

Post navigation

Previous: ს/კ “ბათუმმა“ მატჩი „ვსათან“ ანგარიშით 80-71 დათმო
Next: “ქართული ოცნება” აქციისთვის საჯარო მოხელეებს თბილისში კვლავ წაიყვანს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.