
სპორტსმენი აჭარიდან, არჩილ მალაყმაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ის 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
არჩილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული, ორჭიდში 335 კილოგრამის დაძლევის შემდეგ მოიპოვა.
სპორტსმენმა ასევე იასპარეზა ატაცში (148/152/154 კგ) და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო აკვრაში (177/181 კგ დაძლია) მეოთხე ადგილზე გავიდა.
არჩილ მალაყმაძე, პოლონეთის ქალაქ რაჟინში, ძალოსნობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე