საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი პროკურორი – გიორგი ცხოვრებაძე ოფიციალურად წარუდგინა.
უწყების ცნობით, გიორგი ცხოვრებაძე მანამდე ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მისი აჭარაში დანიშვნა საკადრო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას აქამდე ზაზა მეტონიძე იკავებდა, რომელმაც ამჟამად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოსტზე გადაინაცვლა.



