Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2025
nadiroba_AJARATIMES.GE

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინა, მათგან 37 აჭარაში დაფიქსირდა.

სეზონის განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის შემთხვევაა. გარემოსდამცველების ინფორმაციით, აჭარაშიც დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით ე.წ. ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (მანოკით). საქართველოში სეზონის დაწყებიდან ამოღებულია 558 ასეთი მოწყობილობა.

გარდა ამისა, რამდენიმე შემთხვევაში მოქალაქეებს ნადირობის მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, ხოლო ნაწილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელა ნადირობა, რაც კანონით აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.

საერთო ჯამში, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში – 235, გურიაში – 82, იმერეთში — 77, ქვემო ქართლში – 56, მცხეთა-მთიანეთში – 48, შიდა ქართლში – 45, აჭარაში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 22, კახეთში – 13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 5 ფაქტი. დედაქალაქშიც გამოვლენილია 9 სამართალდარღვევა (23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლით).

გარემოსდაცვითი უწყების ინფორმაციით, უკანონო ნადირობის შემთხვევებში ფიქსირდება „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების მოპოვებაც – უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.

Post navigation

Previous: “დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო
Next: შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა – 9 ბაღი ისევ დაკეტილია

სექტემბერი 14, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.