Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელობა მერს მიმართავს

სულხან მესხიძე აგვისტო 6, 2024
inkluziuri dasi_AJARATIMES.GE

ბათუმის ინკლუზიური დასი “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს. საქმე უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელშიც დასის აზრით, გამოუცდელმა მონაწილემ გაიმარჯვა, შედეგად მათი არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ირგვლივ ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის უწყების სატენდერო კომისიას სასამართლოში უჩივლებენ.

“ინკლუზიური დასისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო მერიის მხრიდან დღეისათვის არის საფრთხის წინაშე. კერძოდ, აღნიშნული თანხა ტენდერზე გავიდა და დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა გაიმარჯვა, რომელიც არის არაკვალიფიციური. ორგანიზაციას დოკუმენტაციაც ხარვეზებით აქვს წარდგენილი. ის ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, თუმცა გამარჯვებულად დასახელდა. ამ გარემოებებზე კი სატენდერო კომისიას თვალი აქვს დახუჭული. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, არაჩვეულებრივი დასი ჩამოყალიბდა, საერთაშორისო დონეზეც კი სხვებს კონკურენციას ვუწევდით. ჩვენ ღია წერილით მივმართავთ ბათუმის მერს. არჩილ ჩიქოვანისგან ვითხოვთ განმარტებებს. ვითხოვთ გამარჯვებული კომპანიის ხარვეზებზე ახსნა განმარტება, მათ შორის ხელშეკრულების გაბათილებას ვითხოვთ,” – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნატალია გალოგრემ, რომელიც ინკლუზიური დასის ხელმძღვანელია.

რატომ გაიტანა დასის დაფინანსების საკითხი ბათუმის მერიამ ტენდერზე, ასევე, რატომ გაიმარჯვა ხარვეზების მქონე კომპანიამ ტენდერში – ნატალია გალოგრემ შესაძლო გარემო ფაქტორებზეც ისაუბრა. კერძოდ, ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო მერიამ ისინი დასაჯა. ნატალია გალოგრეს თქმით, ყველგან და ყოველთვის პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, რაც შესაძლოა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

“დაბეჯითებით ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარემოებები ამის თქმის საფუძველს მაძლევს. გაუგებარია რატომ გაიმაჯრვა იმ კომპანიამ, რომელსაც ყველამ მხრივ დარღვევები აქვს, მათ შორის გამოცდილების არმქონეა. ფაქტი სახეზეა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პოლიტიკურ განწყობებს, სხვა შემთხვევაში ჩვენი დასი დაკისრებულ მოვალეობას მაღალპროფესიულად ასრულებდა და ამ მხრივ პრეტენზიები არ არსებობდა” – აღნიშნა ნატალია გალოგრემ.

ინფორმაციისთვის: ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე 10-მდე წარმოდგენა აქვთ დადგმული.

ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” პრესკონფერენციას მერიაში არ უპასუხეს.

Post navigation

Previous: გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
Next: რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 26, 2026
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 26, 2026
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 5
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.