Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია პროევროპული პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლების დასჯას ჰგავს – NGO

აჭარა თაიმსი მარტი 11, 2026
batumis meria_AJARATIMES.GE

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც 21 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების სისტემიდან ჩამოშორებას ემსახურებოდეს.

განცხადებას ავრცელებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“. მათი შეფასებით, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები მიუთითებს ხელისუფლების მცდელობაზე, საჯარო სამსახური პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს.

» ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია – მუნიციპალურ ორგანიზაციებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

ორგანიზაციების ინფორმაციით, ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია 2026 წლის 9 იანვარს დაიწყო და შედეგად 21 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათი განცხადებით, გათავისუფლებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იმ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საჯაროდ გაემიჯნა და პროევროპულ პეტიციას მოაწერა ხელი.

მონაცემების მიხედვით, თავდაპირველად პეტიციას ხელი მოაწერა მერიის 28 თანამშრომელმა, თუმცა მოგვიანებით ორმა მათგანმა ხელმოწერა გაიწვია. საბოლოოდ, 26 ხელმომწერიდან 25-ს რეორგანიზაციის ფარგლებში დაკავებული შტატი გაუუქმდა, ხოლო 21 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. ამჟამად პეტიციის ხელმომწერებიდან სამსახური მხოლოდ სამ თანამშრომელს აქვს შენარჩუნებული.

» ბათუმის მერიამ ევროკავშირისგან 218 ათას ევროზე მეტი გრანტი მიიღო – მაშინ, როცა ქართული ოცნება დასავლეთს აკრიტიკებს

ორგანიზაციების შეფასებით, რეორგანიზაციის პროცესში მერიის სტრუქტურაში რამდენიმე განყოფილება გაერთიანდა და შეიცვალა სპეციალისტების კატეგორიები, რის შედეგადაც გარკვეული პოზიციები გაუქმდა. მათი თქმით, შიდა კონკურსში პეტიციის ვერცერთმა ხელმომწერმა ვერ შეძლო შესაბამისი ბარიერის გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის შედეგებში გამარჯვებულ კანდიდატებსა და სხვა მონაწილეებს შორის ქულათა სხვაობა უმნიშვნელო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ რეორგანიზაციამდე ბათუმის მერიაში 162 შტატი არსებობდა, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა 135-მდე შემცირდა. შედეგად გაუქმდა 27 შტატი, რაც თითქმის სრულად ემთხვევა პროევროპული პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლების რაოდენობას.

» ბათუმის მერია იმ თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს, რომლებიც ევროინტეგრაციას ემხრობიან – ოპოზიცია

მათივე შეფასებით, აღნიშნული გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ რეორგანიზაცია ადმინისტრაციული ოპტიმიზაციის მიზნით არ განხორციელებულა და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების სისტემიდან ჩამოსაშორებლად.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით რეორგანიზაციის საფუძვლები გაფართოვდა და საჯარო მოხელეთა უფლებრივი გარანტიები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების პროცესი გაამარტივა.

» ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მოიპოვა – ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერებს შეისწავლიან

ორგანიზაციების შეფასებით, ბათუმის მერიის თანამშრომლების გათავისუფლება შეიძლება შეფასდეს როგორც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აჭარა თაიმსი აპრილი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აჭარა თაიმსი აპრილი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის

აჭარა თაიმსი აპრილი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 14, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის გამო ობიექტი დახურეს

აპრილი 15, 2026
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindi_ajaratimes.ge 5
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

აპრილი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.