ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
67 წლის მებაღე ხიდან ჩამოვარდა და სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იყო თუ არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.