Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი პატიმრობაში რჩებიან

სულხან მესხიძე დეკემბერი 11, 2024
xelovnebis universiteti_AJARATIMES.GE

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი პატიმრობაში რჩებიან. ლევან ყოლბაიამ გირაოს შეთავაზება პატიმრობის სანაცვლოდ არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება.

“გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიას არ მიუღია, მას მოსამართლეთა კლანმა ჩასძახა და ის გამოიტანა, არ არსებობდა არანაირი დაპატიმრების საფუძველი”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს დაზარალებულისა და ბრალდებულების ქმედება. დაზარალებულები ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიდიან აღნიშნულ სასწავლებელში, სადაც ბრალდებულები თავდასხმაზე გადადიან, აღნიშნული კადრებში წუთებისა და წამების მიხედვით ნათლად ჩანს, რომელი ბრალდებული რა ქმედებას ჩადის. დაცვის მხარე პროვოკაციის მსხვერპლია”,- აცხადებს პროკურორი პაატა ცეცხლაძე.

გარემოება: პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე გაფიცვის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის გამოც სტუდენტები და ლექტორები ფიქრობენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ინფორმაციისთვის: ინციდენტი სასწავლებლის შენობაში მოხდა. დაწესებულებაში ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი შეიჭრა და დეკანს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია. ფაქტი უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებმა ასახა, კადრები უკანონოდ თეა ცაგურიას ქმარმა მოიპოვა და სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრები კონტექსტისა და ხმის გარეშე პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს.

ინციდენტამდე როგორც სტუდენტები ყვებიან მამუკა ჯორბენაძესა და თეა ცაგურიას შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ცაგურია სტუდენტებს ცინიკურად მიმართავდა და გაფიცულებს ნაცებს, ასევე, მოძალადეებს ეძახდა. ამ გარემოებამ კი, ჯორბენაძის გაღიზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის: დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე დაგაინტერესებთ: პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი უკანონოდ არიან დაკავებულები.

Post navigation

Previous: დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული – სახალხო დამცველი დაშავებულებზე
Next: არაკონსტიტუციურმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.