
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ერთი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.