Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აპრილი 25, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული მ.ჯ., 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 2002 წელს დაბადებული ქ.უ., 2005 წელს დაბადებულები ი.ო. და ჯ.ჯ., ასევე უზბეკეთის მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ნ.ჰ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მ.ჯ.-სა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ ე.ი.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით, მ.ჯ.-მ და დანაშაულში თანამონაწილე პირებმა ე.ი. ბათუმში მდებარე სასტუმროში ძალით მიიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 10 000 დოლარის გამოძალვა სცადეს.

გამოძიების მტკიცებით, ჯგუფმა ინსცენირება მოაწყო და ნ.ჰ.-ს დახმარებით ე.ი.-ს დაემუქრა, რომ თუკი სამართალდამცველებს მიმართავდა, მას ცრუ ჩვენებით და ქალზე განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულებდნენ.

დანაშაულის შემსწრე გახდა ჯ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ი.ო.-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის: 181-ე მუხლი (გამოძალვა), 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 236-ე მუხლი (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა).

დანაშაულები 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: “დავით გაბაიძე არსაიდან მოვიდა — კალოშებით, ერთი ჩვეულებრივი სოფლელი, რომელმაც არაფრისგან მოიპოვა თანამდებობა” – დავით რობაქიძე
Next: რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეობას ყველაზე ხშირად იღებენ – საქსტატის ახალი მონაცემები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n 1
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 5
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.