Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

სულხან მესხიძე მარტი 3, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც თებერვალში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. ძველი ავარიული ხიდი გასული წლის მაისში ჩაკეტეს და მას შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

გოროდოკი მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც ალტერნატიული გზა ძირითად მარშრუტთან შედარებით მოშორებით მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, შემოვლითი გზის გამო ტაქსები დასახლებაში შესვლას ერიდებიან, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებს ადგილზე მისასვლელად მეტი დრო სჭირდებათ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდის ჩაკეტვის დღეს ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გადაიღეს ფოტოები, თუმცა მას შემდეგ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა არ გამოჩენილა. შექმნილ ვითარებას მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს.

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში ამტკიცებენ, რომ სამუშაოების დაწყება ობიექტური მიზეზით შეფერხდა. უწყების ინფორმაციით, ხიდის ორივე მხარეს გადის ბუნებრივი აირის მილი, რომელიც მაღალმთიანი აჭარისა და ქალაქის ნაწილის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მილსადენის გადატანა ზამთრის სეზონის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მერიის განცხადებით, კომპანია „სოკარ ჯორჯიადან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულზე დაიგეგმება. მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

Post navigation

Previous: ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
Next: რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

აჭარა თაიმსი ივლისი 11, 2026
bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.