ბათუმში, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე საცხოვრებელი სახლი 1950-იან წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ობიექტზე სარემონტო სამუშაოები ნებართვის გარეშე დაიწყო. ნებართვის მიღების მოთხოვნით მესაკუთრემ შესაბამისი დოკუმენტაცია მხოლოდ 27 ივნისს წარმოადგინა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში “აჭარა თაიმსს” განუცხადეს, რომ უნებართვო სამუშაოების გამო დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
“წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაზე სააგენტომ შეადგინა ხარვეზების წერილი, რომლის გამოსასწორებლად მესაკუთრეს მიეცა 10-დღიანი ვადა,” – მოგვწერეს სააგენტოდან.



