
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის გამყოფზე არსებულ სკვერში შევარდა.
თვითხილველთა თქმით, შეჯახებისას არავინ დაშავებულა. დაზიანდა მოაჯირები. ჩვენთვის უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი.
ინფორმაციისთვის: ბაგრატიონის ქუჩაზე, სკვერში ავტომობილის შევარდნის ეს პირველი შემთხვევა არაა. მოსასვენებელი სივრცე, გზის გამყოფ ზოლზე, სარისკო ზონაში, ბათუმის მერიამ მოაწყო.