ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, სატვირთო მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.
სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.



