„დინამო ბათუმმა“ „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი, ანგარიშით 1 – 2 წააგო. „ბათუმელების“ ერთადერთი გოლი, მე-17 წუთზე ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ზედიზედ მესამე ტურში გატანილი გოლია.
„დინამო ბათუმის“ აკადემიის აღზრდილმა სამ მატჩი სამი გოლი გაიტანა. „გაგრას“ მხრიდან გოლები, გიორგი პაპუაშვილმა (32-ე წთ-ზე) და პედრო ბორჟესმა (84-ე წთ-ზე) გაიტანეს. მიმდინარე სეზონში, „გაგრასთან” წაგებული მატჩში „თოლიებისთვის“ რიგით მეექვსე წაგებული შეხვედრაა.
21 ტურის შემდეგ, ბათუმური კლუბი, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში, 33 ქულით მეოთხე ადგილის იკავებს. „დინამო ბათუმი“ მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს გამართავს, „თოლიები“ სტუმრად „იბერია-1999“-ს ეწვევიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



