RECOV.GE-ის ინფორმაციით, ნოემბერში, ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაყიდვები შემცირდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში, ჯამში 993 ბინა გაიყიდა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წინა წლის ნოემბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 41%-ით, ბაზრის ზომა კი 43%-ით, 43 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
„2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.