15 ნოემბრიდან, ბათუმში, სტუდენტების უწყვეტი საპროტესტო აქცია იწყება, ამის შესახებ თავად განაცხადეს. ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი კენჭისყრის პროცესის დანიშვნას ითხოვენ.
სტუდენტების თქმით, არჩევნების გაყალბების პროცესში რექტორი და ზოგიერთი ფაკულტეტის დეკანი აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლები ახალგაზრდებში პროტესტის ჩახშობას ცდილობენ.
“სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო აქციებს. უწყვეტი ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, იმ მომავლის, რომელიც წაგვართვა ქართულმა ოცნებამ. ბსუ ყოველთვის იყო აქციებისა და ჩვლილბების კერა. უნივერსიტეტი მთელი მისი რესურსით ჩართული იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და გაყალბების პროცესშია, ამიტომ ვითხოვთ უნივერსიტეტის გათავისუფლებას პოლიტიკური მარწუხებისგან,” – აღნიშნა არჩილ ბერიძემ ჩვენთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის: სტუდენტების საპროტესტო აქცია ხვალ, 18:00 საათზე, ბსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩანიშნული.