ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახლკარო სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებები შეიტანა. განახლებული დოკუმენტი ასახულია კრიტერიუმები როგორც ინდივიდუალური პირების, ისე ოჯახების რეგისტრაციის პროცესში.
ძირითადი ცვლილებები:
- პირს უსახლკაროს სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად იყო საქართველოს მოქალაქე და ბათუმში რეგისტრირებული. იგივე პრინციპი ვრცელდება ოჯახის წევრებზე – მათგან ნახევარი მაინც უნდა იყოს რეგისტრირებული ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში;
- რეგისტრაციის მსურველი არ უნდა ფლობდეს საცხოვრებლად ვარგის უძრავ ქონებას (10 კვ.მ.-ზე მეტი ფართი), არ უნდა იყოს ფაქტობრივ მფლობელობაში ან უსასყიდლო სარგებლობაში. ასევე, არ უნდა ფიქსირდებოდეს ბინის ან სხვა საცხოვრებელ ფართზე ქირის გადახდა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
- შესაფასებელია პირის რეგისტრირებული ან ბოლო 6 თვის შემოსავალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამმაგ საარსებო მინიმუმს. ოჯახის შემთხვევაში ეს წესი პროპორციულად გადანაწილდება წევრებზე;
- თუ პირი ფლობს მანქანას, კომისია შეაფასებს მის მარკას, წლოვანებასა და ღირებულებას – ის არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
- ერთწლიანი მონიტორინგის პერიოდში თუ პირმა 10-ჯერ ან მეტჯერ გადაკვეთა საზღვარი ან ერთჯერადად 15 დღეზე მეტით დატოვა ქვეყანა – რეგისტრაცია გაურთულდება. გამონაკლისია ჯანმრთელობასთან და განათლებასთან დაკავშირებული გამგზავრებები, შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში.
სოციალური ქულებით შეფასება:
მუნიციპალიტეტი აქცენტს აკეთებს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. დამატებითი ქულები ენიჭება: ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ს არ აღემატება; პირებსა და ოჯახებს, რომლებიც ბათუმში რეგისტრირებულნი არიან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს ქულები გამოიყენება პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, რაც მომავალში შესაძლოა აისახოს საცხოვრისის მიღებაზე ან სხვა მუნიციპალურ მხარდაჭერაზე.
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში უსახლკარო პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საცხოვრებლთ უზრუნველყოფას უშედეგოდ ითხოვენ.
გარემოება: ის ვისაც ქირის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა სახელმწიფოს კუთვნილ, უფუნქციო შენობებში თვითნებურად შეიჭრა და ცხოვრობს, ასეთი ბათუმში რამდენიმე შენობაა, სადაც ისინი ერთ წელზე მეტია ცხოვრობენ.
შუქის, სასმელი წყლისა და სველი წერტილების გარეშე – უსახლკაროები დახმარებას ითხოვენ
უსახლკაროები ბათუმში, თვითნებურად კიდევ ერთი შენობაში შესახლდნენ



