26 ივლისს ბათუმში, ექსტრემალური მოტოკროს შოუ, Red Bull FMX Jam-ი გაიმართება.
ღონისძიება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათზე დაიწყება. შოუში მონაწილეობენ ფრისტაილ მოტოკროსის, მსოფლიო დონის, ვარსკვლავები: რობი მადისონი; ხოსე მინჩა; მარიო ლუკას სანსი და ტროი ვერბურგი.
Red Bull FMX Jam-ი არის მსოფლიოში აღიარებული მოტოკროს შოუ, სადაც რაიდერები, მაყურებელს უმაღლესი დონის ტრიუკებს აჩვენებენ.
FMX Jam-ი ემოციური და ექსტრემალური შოუა, სადაც სპორტი და წარმოდგენა არის გაერთიანებული. Red Bull FMX Jam Batumi-ზე დასწრება უფაროა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



