Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ბეშუმში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2024
_AJARATIMES.GE

ბეშუმში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა. მთაში, ადგილობრივი და მოწვეული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები.

ტრადიციულად, გაიმართა იმიტირებული ნიშნობის ცერემონია. წყვილს პრემიერმა ძვირფასეულობა აჩუქა.

სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიღწევებზე ისაუბრეს და ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების პირობა კიდევ ერთხელ დადეს. მათი თქმით, მოასფალტება წლის ბოლომდე დასრულდება.

“მაღალმთიანი აჭარის პერსპექტივა და პოტენციალი განსაკუთრებულია. დღეს შეგვიძლია ძალიან მხრებში გაშლილი, ძალიან თამამად, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენს მთას, იმ მთებს, იმ ხალხს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ძლიერებაში და მის ერთიანობაში. ის, რომ ამდენი დღის შემდეგ ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ დღეს ვინც ამობრძანდით ყველამ კარგად ნახეთ, რომ ყველა სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძის განვითარებას, ბეშუმის განვითარებას, ხულოს განვითარებას, შუახევის, ქედის და მთლიანად აჭარის განვითარებას ყველა სიტყვა შესრულებულია და ღა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება შესრულებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მთას და მთის ხალხს სჭირდება განსაკუთრებული მოფერება, გვერდში დგომა, იმიტომ, რომ ეს ორმხრივია. თქვენი გვერდში დგომა კიდევ უფრო მეტად გვაძლიერებს, რომ ბევრი საქვეყნო საქმე გავაკეთოთ ერთობლივად. და ძალიან გვახარებს, რომ მაღალმთიან აჭარაში, ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით, ყველა ის საქმე, რომელიც დავგეგმეთ გეგმის შესაბამისად ბოლომდე მიგვყავს. მიგვყავს ბოლომდე გაზიფიცირება, მიგვყავს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნა, ახალი გზების მშენებლობა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელსაც ყველა ასე ელოდით თვის ბოლომდე იქნება დასრულებული,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე.

Post navigation

Previous: გემიდან ზღვაში გადავარდნილი ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა
Next: პრემიერმა წყვილს ოქროს ბეჭედი აჩუქა – იურისტების შეფასებით, ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026
besik shainidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

სულხან მესხიძე მაისი 12, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.