Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ბოდიში და გადამგზავნ ორგანოდ ნუ ვიქცევით” – ოცნების დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

სულხან მესხიძე მარტი 20, 2024
umaglesi sabcho_ajaratimes.ge

“ბოდიში და გადამგზავნ ორგანოდ ნუ ვიქცევით” – ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატმა დავით ბაციკაძემ. ეს უკანასკნელი ამ კომენტარით საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობით ორგანოში დარეგისტრირებული პეტიცია ბათუმის მერიას გადაეგზავნა, რაც პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

“ამ მხრივ რაღაც დასახვეწი გვაქვს, საფიქრალი იმიტომ, რომ… რაღაც ჩარჩო უნდა არსებობდეს, რაც კომპეტენციებს თავიდანვე განსაზღვრავს. თითქმის ყველა პეტიცია ამდაგვარი იყო და მოგვიწია გამტარი ფუნქციის შესრულება. სამუშაო გვაქვს ამ კუთხით და ვიფიქროთ,” – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე დავით ბაციკაძემ.

“აქ კომპეტენციების საკითხია,” – თავის მხრივ ასე უპასუხა რეპლიკას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძეს სხდომაზე დამატებით განმარტება არ გაუკეთებია. დეპუტატებმა პეტიციის ბათუმის მერიისთვის გადაგზავნას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

“კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ სახელისუფლებო ორგანოს გააჩნია თავისი კომპეტენცია, აქედან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს საქმიანობის არეალიც განსაზღვრულია. საბჭოში წარმოდგენილი პეტიციების უმრავლესობა წარმოადგენს სხვა ორგანოს კომპეტენციას. შექმნილი პრაქტიკის გამო, ჩვენ გვიწევს გადამისამართება. რამდენიმე პეტიციას მივყევით ბოლომდე და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. 

ალბათ, ყველას კიდევ მეტი სამუშაო გვაქვს, რომ მოსახლეობას განვუმარტოთ ჩვენი კომპეტენცია. ეს არ არის მარტივი თემა, ხშირად იურისტებსაც უჭირს ამ საკითხების გარჩევა ერთმანეთისგან. გამომდინარე აქედან, რიგითი მოქალაქეც თუ არ იქნება საქმეში ჩახედული არ მიკვირს. შემდეგისთვის კიდევ უფრო დავკონკრეტდებით და განვმარტავთ რა შემთხვევაში შეუძლიათ მომართვა,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას დავით გაბაიძემ.

ინფორმაციისთვის: აჭარის უმაღლესს საბჭოს პეტიციით ალექსანდრე აბუსელიძემ მიმართა. სტუდენტი ქალაქის ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ბათუმში, ყოველი თვის ბოლო შაბათის, ველო დღედ გამოცხადებს ითხოვს.


ცნობისთვის, 2023 წელს უმაღლესს საბჭოში პეტიცია არ დარეგისტრირებულა. ამ თემაზე “აჭარა თაიმსის” მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

აქვე დაგაინტერესებთ: რატომ ვერ შეძლო ბათუმის მერიამ გამარჯვებული პროექტების განხორციელება – მივიწყებული „შენი იდეა ბათუმს“

 

Post navigation

Previous: ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარებიან
Next: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად უარესდება – IDFI

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 5
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.