Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

გახშირებული ავარიები და მუნიციპალური ავტობუსის კანონდამრღვევი მძღოლები

სულხან მესხიძე მარტი 13, 2024
avaria_ajaratimes.ge

მძღოლები, რომლებიც საჭეს ღვედის გარეშე მართავენ

გახშირებული ავარიები და მუნიციპალური ავტობუსის კანონდამრღვევი მძღოლები – ამ სტატიაში ბათუმში, მომხდარ შემთხევებზე გიამბობთ. მარტო ბოლო 2 თვეში, ავარიისას ოთხი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა.

ბოლო შემთხვევა დღეს, 13 მარტს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა გუშინაც, 12 მარტს, გორგილაძის ქუჩაზე. ავარიისას დაზიანდა ელექტრო ავტობუსი.

კიდევ ერთ ავარიაში, რომელიც თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა მუნიციპალური ტრანსპორტი ფიგურირებდა, ამ შემთხვევაშიც, დაზიანდა ავტობუსი.

14 იანვარს მომხდარი ავარიისას დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსი, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.  ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რისი გაგებაც და გაშუქება “აჭარა თაიმსმა” შეძლო.

მუნიციპალური ავტობუსის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია. რამდენიმე ასეთი ფაქტი გამოცემა “ბათუმელებმა” გააშუქა:

  • 2023 წლის 2 ნოემბერი, მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
  • 2022 წლის 3 აგვისტო, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.
  • 2022 წლის 6 ივნისი, ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა.
  • 2022 წლის 2 ივნისი, დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს.
  • 2022 წლის 1 მაისი, სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, “აჭარა თაიმსის” რედაქციამ ანალიტიკური მასალის მომზადება და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ზოგადი სურათის შექმნა გადაწყვიტა. ჩვენ შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტიდან” საჯარო ინფორმაცია 12 იანვარს გამოვითხოვეთ, თუმცა ორგანიზაციამ კანონით დაკისრებული ვალდებულება დღემდე არ შეასრულა. 

რატომ არ გასცემს ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას და რატომ არღვებს მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია კანონს – დირექტორი, ლევან ლაზარეიშვილი ჩვენს სატელეფონო და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. კითხვებს უპასუხოდ ტოვებს ორგანიზაციის პრესსამსახურიც.

ჩვენ ავტოტრანსპორტისგან გამოვითხოვეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • 2022-23 წლებში რამდენმა მძღოლმა დატოვა სამსახური? (საკუთარი სურვილით წავიდნენ თუ მენეჯმენტის გადაწყვეტილების შედეგად გაათავისუფლეთ)
  • გათავისუფლების/სამსახურის დატოვების საფუძველი რა გახდა?
  • 2022-23 წლებში რამდენი ახალი მძღოლი დაასაქმეთ?
  • 2022-23 წლებში რამდენი ავტსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა?
  • ავარიის შედეგად რამდენი ავტომობილი დაზიანდა?
  • მოკვლევის შედეგად ვისი ბრალეულობა დადგინდა, ავტოტრანსპორტის თანამშრომლის თუ მოქალაქის?
  • რამდენი ლარი დაიხარჯა დაზიანებული ავტობუსების შეკეთებისთვის?

ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის სრული იგნორის პარალელურად “აჭარა თაიმსმა” მუნიციპალური ავტობუსის მძღოლების საქმიანობის შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყო. მონიტორინგის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მძღოლები მოძრაობის წესებს არღვევენ ისინი საჭეს ღვედის გარეშე მართავენ. მძღოლები ავტობუსის მართვის პარალელურად საუბრობენ ტელეფონზეც.

“არ ვიცი რა ხდება, ბოლო ორი წელია მძღოლები განსაკუთრებული უტაქტობით გამოირჩევიან. ავტობუსში ასვლასა და ჩამოსვლას არ გაცდიან, კარებს თავიანთი სურვილის შესაბამისად ამოძრავებენ. აი მაგალითად, მძღოლი თუ კარგ ხასიათზე არაა წინა კარებს საერთოდ არ გაგიღებს და გაიძულებს უკნიდან ასვლას. ხშირია მგავრებთან კონფლიქტში შესვლის ფაქტებიც,” – გვიყვება ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ამბობს, რომ ავტობუსით ყოველდღიურად მოძრაობს.

“აჭარა თაიმსი” ასევე, ავტოტრანსპორტის ყოფილ თანამშრომელს გაესაუბრა, რომელიც კონკურში ჩაჭრის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. მძღოლი, რომელიც ვინაობის კონფიდენციალობის დაცვას გვთხოვს გვიყვება, რომ ადმინისტრაცია ძველ და გამოცდილ კადრებს სხვადასხვა მიზეზით იშორებს და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ასაქმებს.

“20 წელზე მეტი ვიმუშავე მძღოლად, პირად საქმეში ერთი შენიშვნაც არ მქონია. ჩამიტარეს შიდა გასაუბრება და გამოცდა, რომლის დროსაც ელემენტარული შეცდომა დავუშვი, რაც არ მაპატიეს. მძღოლებს განცდა გვაქვს რომ შეგნებულად ჩამოგვაშორეს საქმეს და თავიანთი მომხრეები დაასაქმეს, თანაც გამოუცდელი მძღოლები,” – გვიყვება ავტოტრანსპორტის ყოფილი თანამშრომელი.

ჩვენ ასევე, მოქმედ მძღოლთანაც ვცადეთ გასაუბრება და ვკითხეთ თუ რას უკავშირებდა ის გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს. მძღოლმა კითხვაზე მოკლედ გვიპასუხა.

“მიკროავტობუსის მძღოლებით გაავსეს ავტოტრანსპორტი, გამოუცდელი ხალხით. ხომ ხედავთ წლებია ამ ქალაქში ყველაზე მეტად მოძრაობის წესებს აღნიშნული მძღოლები არღვევენ. რასაც არიან მჩვეულები იგივეს აკეთებენ ავტობუსის მართვის დროსაც,” – ამბობს მძღოლი, რომელიც “აჭარა თაიმსმა” ფარულად, შეთანხმების გარეშე ჩაწერა.

აქვე დაგაინტერესებთ: წარწერები მუნიციპალური ავტობუსის კედლებსა და სკამებზე

 

 

Post navigation

Previous: სესხზე ყოველთვიური შენატანი 185 000-მდე მსესხებელს შეუმცირდება – “საზოგადოება და ბანკები”
Next: გონიოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

აჭარა თაიმსი ივლისი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.